Wednesday, November 18, 2009

Miley Cyrus



მაილიმ განაცხადა რომ ის არ თამაშობს თვაილაითში ამიტომ მას არ აინტერესებს ფილმის ნახვა, მიუხედავად იმისა რომ უამრავი ადამიანი ყველაფერს აკეთებს ოღონდ ეს ფილმი ნახონ განსაკუთრებით კი მისი ასაკის გოგოები და ბიჭები.
'მე არასოდეს მინახავს ეს ფილმი და არც არასოდეს ვუყურებ!'განაცხადა მილიმ ერთერთი ამერიკული რადიოს ინტერვიუში.
'მე არ მჯერა ვამპირების.არასოდეს მჯეროდა თანაც არ მომწონს როცა ტელევიზორის ყურებისას იქ მგლები და ვამპირები ახტებიან ერთმანეთს.არ მომწონს ეს"

P.S შური ალაპარაკებს. :)

Tuesday, November 17, 2009

Interview....


რამოდენიმე შეკითხვა ჟურნალიდან 


ამ ფილმის რომელ მსახიობთან ერთად გაატარებდით დროს უკაცრიელ კუნძულზე? 

ნიკი: კრისტენ სტიუარტთან ერთად 
კელანი: ეშლი გრინთან ერთად 
ეშლი: ჯექსონ რატბონესთან ერთად 
ჯექსონი: ეშლი გრინთან ერთად 

ამ ფილმის რომელ მსახიობთან ერთად დათვრებოდი? 

ნიკი: მე არ ვსვამ 
კელანი: ჯექსონთან 
ეშლი: ჯექსონთან 
ჯექსონი: რობთან ერთად. ჩვენ ხშირად დავდივართ ერთად ბარებში (რობერტ პეტინსონთან) 

ამ ფილმის რომელ მსახიობს აირჩევდით როდესაც გსურთ რაიმე მოუყვეთ და იტიროთ? 

ნიკი: ელიზაბეტ რიზერს (ესმეს როლის შემსრულებელს) 
კელანი: ეშლის 
ეშლი: Eclipse -ს ახალ მსახიობს ბრაის დალას ჰოვარდს 
ჯაქსონი: ნიკის 

ვისთან ერთად გაათენებდით ღამეს? 

ნიკი: ელიზაბეტთან 
კელანი: პერსონაჟ ბელას დედასთან ერთად (მსახიობი სარა კლარკი) 
ეშლი: ჯექსონთან 
ჯექსონი: ელიზაბეტთან 

ამ ფილმის რომელ მსახიობს მიენდობოდი რომ ჩაეცვა შენთვის თავისი გემოვნებით? 

ნიკი: კელანს 
კელანი: ალექს მერაზს, რომელიც თამაშობს ერთერთ მგელს. მას შესანიშნავი სტილი აქვს 
ეშლი: რეიჩელ ლეფევრეს 
ჯექსონი: ეშლი 

ამ ფილმის რომელ მსახიობთან ერთად მოამზადებდით საჭმელს? 

ნიკი: პიტერ ფაჩინელი (კარლაილის როლის შემსრულებელი) 
კელანი: ეშლი 
ეშლი: პიტერს, ის ყოველთვის აწყობს სადილებს და პატიჟებს ყველას 
ჯექსონი: პიტერს 

ამ ფილმის რომელ მსახიობს დაეკითხები რჩევას პირადი ურთიერთობების მოგვარებისას? 

კელანი: ეშლის. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და ეს ძალიან მახარებს, მე შემიძლია ველაპარაკო მას ყველაფერზე 
ნიკი: ელიზაბეტ რიზერს 
ეშლი: მე ყოველთვის ვეკითხები რჩევას ბიჭების შესახებ კელანს. ის ძალიან გულახდილია ჩემთან. ასევე ბრაის დალას ჰოვარდს 
ჯექსონი: პიტერ ფაჩინელის. მას ყავს შესანიშნავი ოჯახი - მეუღლე, ბავშვები და მყუდრო სახლი. ის ჩემი იდეალიაა.

Interview....


 

”ახალი მთვარის” ახალგაზრდა მსახიობები იმყოფებიან ვანკუვერის სასტუმროში, რომელიც მათი სახლის ფუნქციას ასრულებს მანამ, სანამ ისინი იღებენ სტეფანი მეიერის საგის მესამე ნაწილს - ”დაბნელებას”. ქუჩაში, საგაზეთო ჯიხურებში ბევრ ჟურნალს ნახავთ, სადაც წერია რობერტისა და კრისტენის რომანზე. ერთ-ერთ ჟურნალში იმასაც კი წერდნენ, რომ რობი და კრისტენი ერთად ცხოვრობენ, როგორც დიდი ხნის დაქორწინებული წყვილი.ვაი რომ ეს სასტუმრო მართლაც მათი სახლია, სადაც უამრავი ”ოთახის ამხანაგი” ჰყავთ. ”დიახ,” ამბობს კრისტენი ღიმილით, ”შენ უკვე შეგიძლია ჩვენს სახლში დაიძინო, კეთილი იყოს შენი მობრძანება”(ავტ.) 
კრისტენი,19 წლის, რომელიც მეიერის ბელას როლს თამაშობს, შეღებილი შავი თმა უკან აქვს შეკრული. რობერტს,23 წლის, რომელიც საოცნებო და უკვდავი ედვარდის როლს ასრულებს, ახურავს კეპი. ტეილორს, 17 წლის, რომელიც ბელას მუსკულებიანი მეგობრის როლს ასრულებს, აცვია მოხდენილი თყავის ქურთუკი.ეს სამი ამბობს, რომ კლასელები რომ ყოფილიყვნენ უეჭველად სხვადასხვა მაგიდაზე ისხდებოდნენ ლანჩის დროს, მაგრამ ”ბინდმა” ისინი გააერთიანა და ძალიან დააახლოვა, რაც უდავოა. 

EW:რობ, ისე ჩანს, თითქოს მუდამ გართობის ხასიათზე ხარ. 
ROB:ხასიათს გააჩნია. გასულ წელს რომ შეგხვდი განსხვავებულ ინტერვიუებს გაძლევდი და ნაკლებად შესამჩნევი ვიყავი, მაგრამ ეხლა, სადაც არ უნდა წავიდე მაშინვე ყველა მამჩნევს. ასე რომ ეხლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. 
KRISTEN:(მიმართავს რობს) შენ არ ხარ როგორც სხვა, ნებისმიერი ცნობილი პერსონა. ედვარდი ხატებასავით არის. ისე კი არ არის თითქოს ხალხი გცნობს, ხალხს ჭირდები. ისე ჩანს თითქოს შენ შეგიძლია მათი პერსონალური ცხოვრება შეავსო. 
ROB:ხოდა, ახლა ვაპირებ ხალხის ”შევსებას” (იცინის საკუთარ თავზე) 
KRIS:არ ვამბობ თითქოს ყოველ დღე მუშაობა მეზარებოდეს, უბრალოდ ამ როლმა შეცვალა ჩემი ცხოვრება (ანუ ბელას როლმა). უბრალოდ მინდა გარეთ გავიდე, გავისეირნო და წიგნი წავიკითხო, მაგრამ არ შემიძლია. სულ სახლში ვზივარ და სიგარეტს ვეწევი. ისე, მოწევისთვის თავის დანებებას ვაპირებ, მაინც არ ვარ კარგი მწეველი, ხოდა ჯობია გადავაგდო. 
ROB:ჩვენ სამნი ორი წელია უკვე ვმუშაობთ და დამავიწყდა რას ნიშნავს თავისუფლება. 
EW:რობ,შარშან ერთი სული გქონდა როდის ნახავდი მიკი რურკს ფილმში ”მებრძოლი”, რამოდენიმე თვეში კი მის უკან იჯექი ოსკარის დაჯილდოვებაზე. 
ROB:(იცინის) როდესაც მაჩვენეს, თუ სად უნდა ვმჯდარიყავი ოსაკრებზე გაოცებული დავრი,გამიჩნდა კითხვა ”რატომ”? ალბათ ვიღაცეები ფიქრობდნენ, ამას თავისი თავი დიდი ვინმე ხო არ გონიაო  
KRIS:ხოდა კამერა როგორც კი მათკენ მიტრიალდებოდა, რობი ცდილობდა სერიოზული სახით მჯდარიყო.  
ROB:ნამდვილი სიგიჟე იყო. ოსკარებზე ჩემი პატარა ავტომობილით მივედი, რომელიც ეხლა სად არის არ ვიცი 
EW:შენი მანქანა სად არის არ იცი? 
ROB:დავკარგე. მერე ვითხოვე შედარებით უკეთესი მანქანა ხუთი დღით, მაგრამ დავამტვრიე. 
KRIS:იმიტომ დაამტვრია რომ პაპარაცებს გაურბოდა  
ROB:ხალხი მაშინ არასოდეს მომყვებოდა BMW რომ მყავდა. 
EW:ეხლა თქვენ გაქვთ შანსი აღიაროთ, რა არის გასაოცარი პოპულარობაში. 
KRIS:რავი, ალბათ... (იცინის) 
TAYLOR:გულწრფელად რომ გითხრათ, მე მომწონდ ფილმის გადაღების პროცესი, ახალი ხალხის გაცნობა. 
EW:ტეილორ, შენ ხარ ერთადერთი, რომელმაც თითქმის დაკარგე ჯეიკობის როლი. გაქვს თუ არა განსხვავებული დამოკიდებულება პოპულარობის მიმართ, იმიტომ, რომ შენ ბრძოლა მოგიწია ამ როლისათვის. 
TAY:არა.იმიტომ რომ ძირითადად კონცენტრირებული ვიყავი დროის მოგებაზე. ძალიან მოტივირებული ვიყავი, სხვა რამეზე არც ვფიქრობდი. 
KRIS:კიდევ კარგი მიიღე ეს როლი 
TAY:ბევრს ვმუშოაბდი ამის გამო. 
EW:შენ ალბათ გულისხმობ ფიზიკურ ვარჯიშს 
TAY:დიახ, ეს მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.ასევე კარგად შევისწავლე ჯეიკობის გმირი და მთლიანობაში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 
EW:იცოდით თუ არა თავიდანვე, რომ ”ახალი მთვარის” რეჟისორი კრისი უნდა ყოფილიყო? 
ROB:არა, მაგრამ სათითაოდ ყველას შეგვხვდა სანამ ფილმზე მუშაობას დაიწყებდა 
KRIS:ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა. 
EW:ვინმემ გკითხათ თუ არა აზრი დევიდ სლეიდის, ”დაბნელების” რეჟისორის შესახებ? 
KRIS:არა 
TAY:რაღაც დაახლოებით გვითხრეს 
EW:გადაწყვიტა თუ არა სტუდიამ Breaking Down-ის ორ ნაწილად გადაღება? 
KRIS:წარმოდგენა არ გვაქვს 
EW:არის თუ არა ფილმის გადაღება განსხვავებული, მაშინ როდესაც ბიუჯეტი დიდია? 
ROB:საქმე იმაშია, რომ როდესაც სამიტი ბინდს იღებდა, აზრზე არ იყო რასთან ჰქონდა საქმე. ყველას გვეგონა ჩვეულებრივი, ნორმალური ფილმი გამოვიდოდა.იქ იყო წიგნები, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი სადავეები გვქონდა. 
EW:მოიცადეთ ერთ წამს...ბოლოს რომ ვილაპარაკეთ დაიჩივლეთ,რომ დრო არ გქონდათ გამოგეცადათ თქვენი გმირები, ვის როლშიც იყავით. 
KRIS:ხო, მართალია 
ROB:(იცინის)ყველაზე სასაცილო მომენთი ”დაბნელებაში” იყო ჩემი თმა  
KRIS:ძალიან სასაცილო იყო ველოდებოდი რას იტყოდი (რობს მიმართავს) და ამ დროს.... თმა  
ROB:ვფიცავ ასეთი რამ არასოდეს გამომიცდია.”ბინდის” დროს უნდოდათ რომ გრძელი თმა მქონოდა, თეძოებამდე. 
KRIS:იტყუება არც კი ახსოვს. ისინი აპირებდნენ რომ მხრებამდე ქონოდა თმა. 
ROB:ხოდა ვუთხარი, რომ ასე არ მოხდებოდა. მეორე ფილმის დროს ვუთხარი რომ თმის ფერის ტონი ცოტა შეეცვალათ უფრო რეალური რომ ყოფილიყო. მესამეს დროს არის ჩხუბის სცენა, რის დროსაც თმა შუბლზე მეფხატებოდა და ეს სცენა რამოდენიმეჯერ ახლიდან გადავიღეთ, რადგან მეუბნებოდნენ რომ ამის გამო ვერ მიხვდებოდნენ მე ვიყავი თუ სხვა. 
KRIS:უნდათ დაამტკიცონ, რომ შენთვითონ აკეთებ ტრიუკებს(რობს მიმართავს) 
ROB:დაახლოებით ხუთი ადამიანი იყო სხვადასხვა დეპარტამენტში, რომელბიც, ჩემი თმის გამო ტიროდნენ ბოლოს. 
EW:თქვენ ორი თვე თავისუფალი გქონდათ ზაფხულში. რას აკეთებდით? 
TAY:ლოს-ანჯელესში ვიყავი, რაღაცებს ვაკეთებდი  
EW:გვაინტრიგებს 
ROB:მიდი ეხლა თქვი რასაც აკეთებდი  
TAY:უბრალოდ... შეხვედრები.ვვარჯიშობდი და ეგეთ რაღაცებს ვაკეთებდი. 
KRIS:და ბურგერებს ჭამდა. ჩანთით დააქვს ხოლმე ღვეზლები და ხორცები  
TAY:ყოველდღე შეხვედრები რომ მაქვს აქეთ-იქით დავრბივარ და დრო არ მრჩება რომ... 
ROB:...ჭამო ხორცი 
TAY:ხო ამიტომ დამაქვს ჩანთით ღვეზლები 
ROB:რესტორანში რატომ არ მიდიხარ ხოლმე? (იცინიან) 
TAY:რავიცი, დაკავებული ვარ ხოლმე შეხვედრებით... 
KRIS:და ხორცის ჭამით 
EW:რობ, ამ ზაფხულს შენ მუშაობდი ფილმზე ”remember me” ნიუ იორკში. მართალია,რომ მანქანამ დაგარტყა ფანების გამო? 
ROB:არა ეს ყველაფერი მოგონილია. გზაზე გადავდიოდი და ტაქსი შემთხვევით დამეჯახა, ოდნავ მომეჯახა. გამთენიის 4 საათი იყო და არავინ იყო ქუჩაში გარდა ერთი პაპარაცისა. 
KRIS:ხო, მაგ დროს ყველა მაგ შემთხვევაზე მეკითხებოდა, ვფიქრობდი ასე რომ მომხდარიყო ყველა ვარიანტში მეცოდინებოდათქო. 
ROB:იყო ასევე შემთხვევა როდესაც თქვეს, თითქოს ნარკოტიკების ზედმეტი დოზის ვეშ ვიმყოფებოდი. 
EW:რობერტ და კრისტენ, როგორ ფიქრობთ, რატომ აქვს ხალხს ამოკვიატებული, თითქოს რომანი გქონდეთ? 
ROB:კარგი შეკითხვაა. ამაზე ყოველ დღე ვფიქრობ ხოლმე. 
KRIS:ამ შეკითხვაზე არასოდეს ვუპასუხებ. ხალხი რომ ასეთ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდეს ამას, მაშინ გიპასუხებდით. 
EW:აი მაგალითად რომ გეთქვა ”ჩვენ ვხვდებოდით რამოდენიმე თვე, მაგრამ მეგობრობა უფრო უკეთ გამოგვდიოდა” ხახლი მორჩემოდა სპეკულაციას? 
ROB:არავითარ შემთხვევაში. 
KRIS:ხახლი ზედმეტად განსჯისუნარიანია, მე კიდევ არც ისეთი ძლიერი ვარ. დიდი სიამოვნებით დავიკიდებდი ყველაფერს და ვიტყოდი თითქოს არ მაინტერესებს ხალხი რას იფიქრებს ჩემზე, მაგრამ რაღაცნაირად იდუმალი ადამიანი ვარ.და ვფიქრობ ყოველ ჰიპოტეზურ პასუხზე, ” კი ჩვენ ერთად ვართ, არა ერთად არ ვართ, მე ლეზბიანკა ვარ”. 
EW:არ დაგავიწყდეს რომ ინტერვიუს ვწერ 
KRIS:ამაზე ბევრს ვფიქრობ. უბრალოდ მინდა რაღაც საიდუმლოდ შევინახო. თუ ხალხი შემეკითხებოდა ვხვდებით თუ არა მე და ტეილორი, მაშინ ვუპასუხებდი,”წადი ერთი თქვენიც..” 
ROB:(უყურებს ტეილორს) მეც მაგას ვუპასუხებდი (იცინიან) 
EW:ტეილორ, შენი საქმეები როგორ მიდი ტეილოს სვიფტთან? 
TAY: და თვითონ რა თქვა? 

კრსტენი და რობერტი


კეთრინ ჰარვიკმა (twilight) რეჟისორმა ჟურნალ Time Magazine_თან ინტერვიუს დროს განაცხადა : ``მე რობს ვუთხარი, არც კი იფიქრო მასთან რომანის გაბმაზე,ის მხოლოდ 18 წლისაა.დაგაპატიმრებენ !``არ მქონდა სასტუმროში კამერა და ამიტომ ვერაფერს გეტყვით. თუმცა როგორც კრისტენმა მითხრა არც თუ ისე გაურკვევლად "ეს არ დაიწყო" პირველი კინოს გადაღების დროს ...მე ვფიქრობ რომ კრისტენი ამაზე დიდი ხანია ფიქრობდა და მიიღო გადაწყვეტილება :"კარგი" მე გავაგრძელებ რობთან ურთიერთობას და შევეცდები ვიყო მასთან ერთად

სტეფანი მეიერმა აღიარა, რომ წერს ბინდის მე 5 წიგნს!


ინტერვიუში სტეფანი ამბობს, რომ წერს წიგნს რადგან მას ეს ანიჭებს სიამოვნებას. სამწუხაროდ გამოქვეყნებას არ აპირებს ამბობს რომ ეს წიგნი იქნება მხოლოდ მისთვის და მისი ახლობლებისთვის!ჩანს რომ ავტორს დაწერილი აქვს ნახევარზე მეტი და ჟურნალისტი თხოვს ბელას და ედვარდის ბედი გაუმხილოს მაგრამ არ ამბობს ერთადერთი რაც თქვა ისაა , რომ თუ გამოაქვეყნა წიგნი ბევრ ფანს გააკვირვებს წიგნის შინაარსი.სტეფანი მეირსს გადაყავს თემა თავის მეორე წიგნზე the host და ამბობს რომ ეს წიგნი ბევრად ჯობია twilight - ს და ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ამ წიგნის ეკრანიზაციას.(მე პირადად საერთოდ არ მომეწონა the host დავიწყე კითხვა მაგრამ ვეღარ დავამთავრე)


უყურეთ ამ ფოტოს წითელ ცენტრში რამოდენიმე წამის განმავლობაში თვალმოუწყვეტლად, შემდეგ დაახამხამეთ თვალები და დაინახავთ ედვარდს!

Twilight Puzzle games


Twilight


Twilight